Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლივერპულმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა


„ლივერპული“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ინგლისელებმა გათამაშებას ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, „ბარსელონა“, გამოთიშეს. 7 მაისს ლივერპულში გამართულ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს მასპინძლები სამბურთიანი ჩამორჩენით (0:3) შეხვდნენ. თან ორი წამყვანი მოთამაშე, სალაჰი და ფირმინოც, აკლდათ ტრავმების გამო, რაც საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო უმძიმებდათ, მაგრამ... იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს სასურველი ანგარიშით - 4:0 მოუგო, ორიგისა და ვეინალდუმის ორ-ორი გოლით.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე საგზური 8 მაისს ამსტერდამში გათამაშდება. „აიაქსი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ინგლისში ჰოლანდიელებმა 1:0 მოიგეს და საპასუხო მატჩში ფრეც ეყოფათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG