Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


მალხაზ მაჩალიკაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს) მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 15 საათზე უნდა მივიდეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში 7 მაისს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა. ის ითხოვდა, რომ რამადანის დასრულების შემდეგ დაეკითხათ.

7 მაისს სუს-მა განაცხადა, რომ "გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG