Accessibility links

site logo site logo

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 2 დღე დასჭირდება


ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად ხვალ დილიდან აღდგება -კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ მილსადენის შეკეთება უკვე მიმდინარეობს.ამასთან კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ბუნებრივი აირის ონკანები გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ საშუალო წნევის მილსადენი 8 მაისს დღის მეორე ნახევარში ავარიულად დაზიანდა ბაგრატიონის ქუჩაზე. შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში ყველა აბონენტს შეუწყდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანება გამოიწვია ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოებმა. კომპანიის ინფორმაციითვე, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღდგენას 2 დღე დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG