Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე  დღეს 15 საათზე დაიბარეს


მალხაზ მაჩალიკაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადეს, რომ იგი გამოკითხვაზე სუს-ში დღეს, 9 მაისს, 15 საათზე უნდა გამოცხადდეს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ში გამოცხადების უწყება არც ჩაიბარა და არც ხელი მოაწერა. გამოკითხვაზე მისვლის შესახებ გადაწყვეტილებას იგი ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

სუს-ის წარმომადგენლები მალხაზ მაჩალიკაშვილთან პარლამენტის წინ 9 მაისს მას შემდეგ მივიდნენ, რაც იგი თავად არ გამოცხადდა გამოკითხვაზე, რომელიც 11 საათზე იყო დანიშნული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, უწყების შეფასებით, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზების მზადება.სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG