Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ აქციებზე თბილისში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია


აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესი
აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.

5 მათგანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი გააფრთხილეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, რაც აკრძალულია საქართველოს კანონით, „თავისუფლების ქარტიით.“

5 დაკავებულიდან 4 „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის კონტრაქციაში მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხუთივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს და მათი საქმის მასალები გაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელს დაადგენს.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავად ვაკის პარკში გაიმართა პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მიერ ორგანიზებული „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა. მის მონაწილეებს კონტრაქციით დახვდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებდნენ კრემლის მიერ დაფინანსებულ მსვლელობას და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. ამ აქციის მონაწილეები შეძახილით: "მოღალატე" დახვდნენ ვაკის პარკში მისულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG