Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე პანკისელები 10 მაისს შეიკრიბებიან


პანკისის ხეობის მოსახლეობა 10 მაისს, 15:00 საათზე შეიკრიბება მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეკრების ადგილად სოფელ დუისის ძველი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

„პარასკევის ლოცვა სწორედ ამ დროისთვის დასრულდება და შეკრების დროც ამის მიხედვით შეირჩა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობის მკვიდრმა, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, სულხან ბორძიკაშვილმა.

10 მაისს სწორედ 15:00 საათზე დაინიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, უწყების შეფასებით, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილისა და სხვა პირების წინააღმდეგ.

სუსის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG