Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები: დავიცავთ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას


ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც არაოფიციალურ სამიტს მართავენ რუმინეთში 9 მაისს, მიიღეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი გაატარებენ რეფორმებს და გამოთქმულია პირობა, რომ დაიცავენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას

შეხვედრას არ ესწრებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი. ტრანსილვანიის ქალაქ სიბიუში ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს ბლოკის კურსი ბრექსიტის შემდეგ.

სამიტი ტარდება ევროპარლამენტის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. თუ ამ არჩევნებში პოპულისტურმა და ევრო სკეპტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს წარმატებას, ამას ბლოკის გადაწყვეტილებებზე მათი მზარდი გავლენა მოჰყვება.

შეხვედრაზე მიიღეს ათ პუნქტიანი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თავისი ცხოვრების წესის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვას.

„ჩვენ დავიცავთ ერთ ევროპას, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და ვიქნებით ერთად, რაც უნდა მოხდეს,“ წერია განცხადებაში და მისი ავტორები განაგრძობენ, „დავიცავთ ჩვენ მოქალაქეებს და მათ უსაფრთხოებას რბილი და ძლიერი ძალის გამოყენებით და ვიმუშავებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“.

განცხადების მიღების შემდეგ მონაწილეებმა გამართეს შეხვედრა „სტრატეგიული დღის წესრიგის“ თაობაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG