Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: ჩვენი ძალისხმევა ირანმა შეცდომით არ უნდა მიიჩნიოს სიმტკიცის ნაკლებობად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

აშშ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკას იყენებს თეირანის მიმართ - იგი იმუქრება, რომ მკვეთრ პასუხს გასცემს ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას, ამავე დროს ქვეყნის ლიდერებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 9 მაისს განაცხადა, რომ „ამ მომენტისთვის ჩვენი ძალისხმევა ირანმა შეცდომით არ უნდა მიიჩნიოს სიმტკიცის ნაკლებობად“. პომპეოს თქმით, აშშ-ს არ სურს ომი, „მაგრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ 40 წლის განმავლობაში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლა, ამერიკის ობიექტებზე თავდასხმები და ამერიკელ მძევალთა აყვანა მუდამ გვახსენებს, რომ თავი უნდა დავიცვათ“, თქვა პომპეომ და მიანიშნა 1979 წელს ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკელი დიპლომატების დაპატიმრებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG