Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის B-52 ბომბდამშენები ყატარში ჩავიდნენ ირანის მხრიდან საფრთხის მოსაგერიებლად


აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაადასტურა, რომ აშშ-ის B-52 ბომბდამშენები, რომლებიც თეთრმა სახლმა გაგზავნა სპარსეთის ყურეში ირანის მხრიდან საფრთხის მოსაგერიებლად, ყატარში ჩავიდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

აშშ-ის თანახმად, ბომბდამშენების ნაწილი 8 მაისს დაეშვა სამხრეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელი არ დაუსახელებიათ.

5 მაისს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში გაგზავნის ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნს“ და მის თანმხლებ ხომალდებს, ასევე ბომბდამშენებს, რათა წინ აღუდგეს თეირანს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია, რა სახის საფრთხეა მოსალოდნელი ირანის მხრიდან.

8 მაისს ირანმა განაცხადა, რომ აღარ დაიცავს მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების პირობებს. აშშ შარშან გამოვიდა ამ შეთანხმებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG