Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკო მარგოშვილი: თუ მკვდარს არ წამიღებენ, პარლამენტთან აქციას არ დავშლი


მედიკო მარგოშვილი
მედიკო მარგოშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ თუ, შემთხვევით, სუს-ში გამოკითხვაზე მისული მაჩალიკაშვილი დააკავეს, მეუღლის ნაცვლად პარლამენტთან აქციაზე თავად დადგება.

"თუ დააკავეს, პარალმენტიდან მკვდარს თუ წამომიღებენ, თორემ ისე, აქციას არ დავშლი მანამ, სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება. მე არ ვიქნები, იქ ჩემი მეორე შვილი დადგება".

მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ის ყველაფრისთვის მზად არის და ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებაც, მაგრამ ეს მათ ოჯახს სიმართლისათვის ბრძოლას ვერ შეაწყვეტინებს:

"ყველა მშობელმა თავის გულში ჩაიხედოს - რომელი გაუძლებდა ამდენ ხანს, ან თვითმკვლელობით დაამთავრებდა, ან შურისძიებით. არვ ერთი გავაკეთეთ და არც მეორე - ჩემს მეუღლეს სამართლიანად უნდოდა ამ ბრძოლის მოგება, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო ჩემი შვილის, თემირლანის უდანაშაულობის ამბავი. და ეს ასეც იქნება! ჩვენი მიზანია დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები და ყველამ გაიგოს სიმართლე", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხურში, გამოკითხვაზე მივიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გამოაქვეყნა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი. ამ ჩანაწერით სუსი ირწმუნებოდა, რომ გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG