Accessibility links

site logo site logo

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო


ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი

ვიტალი საფაროვის საქმეზე 10 მაისს დანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო, ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 14 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორ ბრალდებულს, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე. ისინი ბრალს არ აღიარებენ. აღნიშული მუხლით საქმის წარმოება პირველია საქართველოში.

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, დიუმას ქუჩაზე 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG