Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან დეპორტირებულ იქნა ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი მრავალი ყაზახი და მათი ბავშვები


ჟომარტ ტოყაევი
ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის გარდამავალი პრეზიდენტის თანახმად, ყაზახეთის 231 მოქალაქე იქნა ბოლო კვირაში დეპორტირებული სირიიდან სადაც მათი ნაწილი, როგორც იუწყებიან, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იმყოფებოდა ან ექსტრემისტების შვილები არიან. გარდამავალი პრეზიდენტის ყასიმ ჟომარტ ტოყაევის მიერ 10 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპატრირებულთა შორის 156 დაახლოებით 6 წლის ასაკის ბავშვია, მათ შორის 18 ობოლია.

ისინი სირიიდან 7-9 მაისს ჩამოიყვანეს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურისა და „საზღვარგარეთელი მეგობრების“ დახმარებით.


„სახელმწიფო სტრუქტურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეაბილიტაციის ზომები რეპატრირებული მოქალაქეების დასახმარებლად. მათ აღმოუჩინეს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება“, - განაცხადა ტოყაევმა.

ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, იანვარში სირიიდან, 47 მოქალაქე იქნა რეპატრირებული.ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან ერაყსა და სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად წავიდა ასობით მოქალაქე. ბევრი, ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, მოკლეს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG