Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი ავღანეთში: თალიბანთან მოლაპარაკებაში „უფრო სწრაფი წინსვლაა საჭირო“


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთის თალიბანთან მოლაპარაკებებში, ზალმაი ხალილზადმა 10 მაისს განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებაში "უფრო სწრაფი წინსვლაა" საჭირო.

ეს ხალილზადმა ორ მხარეს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. დოჰაში, ყატარის დედაქალაქში, მოლაპარაკებაზე, რომელმაც უნდა დაასრულოს ავღანეთში 18 წლიანი ომი, მისი თქმით, „წინსვლა მუდმივია, მაგრამ ნელი“. ხალილზადის თანახმად, 9 მაისს დასრულებული მოლაპარაკების სიჩქარე არ არის საკმარისი, როცა „ამდენი კონფლიქტი ბობოქრობს უდანაშაულო ხალხი იხოცება."

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, 9 მაისს განაცხადა, რომ მოლაპარაკების დასრულებული რაუნდი „დადებითი“ იყო, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გაყვანაზე და სხვა ქვეყნებისთვის ავღანეთის მხრიდან ზიანის მიყენების თავიდან აცილებაზე. მუჯაჰიდის თქმით, ზოგიერთ საკითხში „წინსვლა“ მიღწეულია, მაგრამ სხვა თემები „დასასრულებელია“.

ვაშინგტონი თალიბანთან კონტაქტშია ივლისის შემდეგ. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს ქაბულის მთავრობა, რომელსაც თალიბანი „მარიონეტ რეჟიმად“ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG