Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა მაჩალიკაშვილი: ამ ამბით თემირლანის მკვლელობის გადაფარვა სურთ


მალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი, ნატა მაჩალიკაშვილი არ მოელის, რომ მამამისს დააკავებენ, რადგან მის სიმართლეში დარწმუნებულია.

მისი განცხადებით, მთელი ეს ამბავი მისი ძმის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადასაფარად ხდება.

"ეს არის დიდი შეცდომა.იმ ჩანაწერში არ არის ნახსენები არც იარაღი არც აფეთქება. თუ ტერაქტს გეგმავდა, რატომ არ დააკავეს აქამდე? ამ აუდიოჩანაწერის გავრცელება ემსახურება იმას, რომ გადაიფარონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. ამათ არ შერჩებათ თემირლანის მკვლელობა. თუ მამაჩემს დააკავებენ, თემირლანის საქმეზე მაინც ყველა დავდგებით და პასუხს აგებენ მისი მკვლელები. ამ ამბით ჩეჩნური დიასპორები ძალიან შეწუხებულები არიან მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამ დრომდე გრძელდება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა. ის სუს-ში თავის ადვოკატებთან ერთად დღის 15.00 საათზე მივიდა.

სუს-ი მაჩალიკაშვილს ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობას ედავება. 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG