Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი ჰოკეის მატჩის შემდეგ დაეცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოჭში „ჰოკეის ლეგენდების“ გუნდთან ერთად ყინულის ჰოკეი ითამაშა.

რუსეთის პრეზიდენტი გუნდში მე-11 ნომრით თამაშობდა, „ეროვნული ლიგის ნაკრების“ წინააღმდეგ გამარჯვების აღსანიშნად გულშემატკივართან მისალმებისას მოედანზე დაეცა. ის თანაგუნდელთა დახმარებით მალევე წამოდგა.

თამაში ანგარიშით 14:7 დასრულდა. კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა 9 გოლი გაიტანა.

XS
SM
MD
LG