Accessibility links

site logo site logo

აშშ-სა ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებაზე მხარეები ვერ მორიგდნენ, მაგრამ საუბარს გააგრძელებენ


აშშ-მა და ჩინეთმა დაასრულეს „კონსტრუქციული“ მოლაპარკების ერთი რაუნდი 10 მაისს. ორივე მხარე შეეცადა განსხვავებული პოზიციების დაახლოებას მათ შორის სავაჭრო სფეროში დაპირისპირებაში.

ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა, რომელმაც დასძინა, რომ „მხარეებს შორის იყო კონსტრუქციული დისკუსია, ეს არის ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვთქვათ,“ მოჰყავს მისი სიტყვები CNBS-ს. მნუჩინმა ეს განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ, რობერტ ლაიტჰაიზერთან ერთად თეთრი სახლის წინ.

მანამდე ისინი დაემშვიდობნენ ჩინეთის ვიცეპრემიერს, ლუ ჰის, რომელმაც გამგზავრებამდე, მასპინძლებს ხელი ჩამოართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისთან. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მოლაპარაკება „მართლაც კარგად წარიმართა“.

უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჩინეთთან გაგრძელდება და გადაწყვეტილება იმის შესახებ, დააბრუნებენ თუ არა ახალ, მაღალ ტარიფებს ჩინეთის იმპორტზე, დამოკიდებული იქნება მიღწეულ წინსვლაზე, თუკი ასეთი მოხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG