Accessibility links

site logo site logo

როენა ხუცურაულმა საპატიმრო დატოვა


სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის დაკავებული იყო პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით.

როენა ხუცურაულმა საპატიმრო გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გუშინ შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

თავდაპირველად პროკურატურა როენა ხუცურაულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, მოგვიანებით შუამდგომლობა შეიცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG