Accessibility links

site logo site logo

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა სირიაში შეაჩერეს მუშაობა ბრძოლების განახლების გამო


საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა შეაჩერეს მუშაობა სირიის ჩრდილო-დასავლეთში, რადგან განახლდა ბრძოლები და დაბომბვა ჰამასსა და იდლიბში. როგორც გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო უწყება იტყობინება, მუშაობა შეაჩერა 16-მა ორგანიზაციამ, მათ შორის სურსათის საერთაშორისო პროგრამამ.

გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის ზონაში საკუთარო სახლები დატოვა 180 ათასმა ადამიანმა. სირიის მთავრობის და რუსეთის ავიაციის მიერ მოწყობილი დაბომბვის შედეგად დაინგრა სკოლები და საავადმყოფოები.

ლონდონში მოქმედი სირიის სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, ბრძოლა გრძელდება ბაშარ ასადის არმიასა და ოპოზიციურ ძალას შორის ჰამას პროვინციის ჩრდილოეთში და იდლიბის პროვინციის სამხრეთში. ამავე ცნობით, პარასკევის დაბომბვისას სულ მცირე, ათი მშვიდობიანი მოქალქე დაიღუპა. ასადის ჯარი ცდილობს იერიშზე გადავიდეს. დამასკი და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას, „აჰაიათ ტახრირ აშ-შამს“, რომელიც იდლიბის ნაწილს აკონტროლებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა სირიის ჯარს, შეწყვიტოს იერიში და რუსეთს - გავლენა მოახდინოს დამასკზე. შარშან სექტემბერში თურქეთმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, დაიცვან იდლიბში ზავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG