Accessibility links

site logo site logo

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი პენტაგონთან თანამშრომლობას ესწრაფვის


ხუან გუაიდო მიმიართავს მომხრეებს კარაკასში, 2019 წლის 30 აპრილს

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ განაცხადა რომ, აშშ-ში თავის წარმომადგენელს სთხოვა, შეხვდეს პენტაგონის ოფიციალურ პირებს და განიხილოს მათთან ერთად ვენესუელის შიდაპოლიტიკური კრიზისის გადალახვაში შესაძლო თანამშრომლობის საკითხი.

სააგენტო როიტერსის თანახმად, ამის თაობაზე გუაიდომ განცხადება გააკეთა 11 მაისს, როცა კარაკასში ხალხმრავალ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. გუაიდოს სურს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება გამოიყენოს ამ ქვეყნის 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლისთვის.

გუაიდომ ასევე თქვა, რომ პეკინიდან მიიღო ცნობა ჩინეთის ხელისუფლების შესაძლო ნაბიჯების შესახებ ვენესუელის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზები მოძებნის მიზნით.

წელს, იანვარში, გუაიდომ, კონსტიტუციის მოშველიებით, თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და განაცხადა, რომ 2018 წელს ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად კვლავ არჩევა მოხდა უკანონოდ.

ხუან გუაიდოს დასავლეთის და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა, მაგრამ მადუროს ზურგს უმაგრებენ ჩინეთი, რუსეთი და კუბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG