Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა


ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 12 მაისს ჩატარდა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველსავე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების - 50%-ზე მეტის მოპოვება.

საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი, პირველადი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ლიეტუვის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, კონსერვატორმა ინგრიდა შიმონიტემ(30,95%) და ეკონომისტმა, მემარჯვენე ცენტრისტმა გიტანას ნაუსედამ(30,94%). მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 55%-ზე ოდნავ მეტი იყო.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა სულ 9 კანდიდატი, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მემარცხენე ცენტრისტი საულიუს სკვერნელისი, რომელმაც პირველადი შედეგებით, ხმების 19,85% მიიღო. სკვერნელისმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 12 ივლისს დატოვებს.

ლიეტუვის პრეზიდენტი 5 წლით აირჩევა, არაუმეტეს ორი ვადისა. ეს ვადა ეწურება მოქმედ პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც თანამდებობას 2009 წლის მაისიდან იკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG