Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ლუგანსკელმა სეპარატისტებმა დააჯილდოვეს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

უკრაინის სეპარატისტულმა, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩნიკმა პირველი ხარისხის დამსახურების მედლით დააჯილდოვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ის ლუგანსკში იმყოფება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დაარსებიდან მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად.

სააგენტო „რეს“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიბილოვი ლუგანსკელებს მიესალმა სიტყვებით: „ამხანაგო რუსებო“ და განაცხადა, რომ როგორც სამხედრო, ნებისმიერ ჯილდოს ავანსად იღებს.

ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერმა პასეჩნიკმა დამსახურების მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები, დიმიტრი მედოევი და დაურ კოვე და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ასტამურ ლოგუა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებს აღიარებული აქვთ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა."

12 მაისს, ცხინვალის და ლუგანსკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დიმიტრი მედოევმა და ვლადისლავ დაინეგომ ხელი მოაწერეს „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG