Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთში თავს დაესხნენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რომელიც საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებდა


ყირგიზეთში თავს დაესხნენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რომელიც საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებდა არალეგალური კაზინოს საეჭვო საქმიანობაზე ქალაქ ოშში.

კორესპონდენტ იდირის ისაკოვს სახე და ხელები დაუკაწრეს და ტანსაცმელი შემოახიეს თავდასხმისას, რომელიც 13 მაისს მოხდა სასტუმრო DeLuxe-ში, ოშის ცენტრში. თავს დაესხნენ ადგილობრივი ტელეკომპანია NUR-ის კორესპონდენტსაც. პოლიციის თანახმად, დაპატიმრებულია რამდენიმე თავდამსხმელი.

ისაკოვი საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებდა კაზინოზე, რომელიც სასტუმროს მახლობლად მდებარეობს. მან გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, უთხრა, რომ მათმა ვაჟმა 50 000 დოლარი წააგო იქ თამაშისას.

ყირგიზეთში 2012 წლიდან ოფიციალურად არის აკრძალული კაზინოები, მაგრამ სამართალდამცავთა თქმით, ქვეყანაში ბევრი არალეგალური კაზინო მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG