Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოჭში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს


2019 წლის 14 მაისი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარცხნივ) სოჭის აეროპორტში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოჭში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.

რუსეთში პომპეოს, როგორც სახელმწიფო მდივნის, ამ პირველი ვიზიტის ფონია დაძაბულობა ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობაში.

პუტინთან მისი შეხვედრა იქნება ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირების საუბარი უმაღლეს დონეზე 2018 წლის ივლისში პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ.

დღეს პომპეომ ტვიტერში დაწერა, რომ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებისას, საუბარი შეეხება „მთელ რიგ მნიშვნელოვან თემებს“. „ზოგ პრობლემაზე შეიძლება ვთანხმდებოდეთ, ზოგზე შეიძლება უთანხმოება გვქონდეს, მაგრამ როცა ჩვენს ეროვნული ინტერესებში შედის, ჩვენი პასუხისმგებლობაა წინსვლის მასღწევი გზის მოძებნა“, წერს პომპეო სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო მდივანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრება ლავროვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დღის წესრიგში შესულ საკითხებს შორისაა შეიარაღების კონტროლი, ვენესუელის კრიზისი, კონფლიქტები უკრაინასა და სირიაში, ვითარება ირანის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG