Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა „ყალბი ცნობები“ უწოდა ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი მუშაობს სამხედრო გეგმაზე ირანის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ყალბი ცნობები“ უწოდა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტაჟს, რომ თეთრი სახლი განიხილავს სამხედრო გეგმას ირანის წინააღმდეგ.

გაზეთის ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში 120 ათასამდე ჯარისკაცის განთავსებას, თუ ირანი თავს დაესხმება აშშ-ის ჯარებს და გაააქტიურებს მუშაობას ბირთვულ იარაღზე.

„ჩემი აზრით, ეს არის ყალბი ამბები, იცით? მე ასეთ რამეს გავაკეთებდი? რასაკვირველია. მაგრამ ეს არ დაგვიგეგმავს“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტების ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გადაშლილ მდელოსთან.

„ნიუ-იორკ ტაიმსმა“ თეთრი სახლის ანონიმი წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 13 მაისს გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედრო გეგმა თავდაცვის მინისტრის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰენმა წარუდგინა უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG