Accessibility links

site logo site logo

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები უკმაყოფილო დატოვა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრამ


ზუგდიდში უშედეგოდ დასრულდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან.

ოპოზიციონერების თქმით, მესხი არ აპირებს ჩანიშნოს სხდომა მისივე გადადგომის საკითხზე. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ აპირებენ დაშლას.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. საოლქო კომისიიდან გატანილია ასევე რეგისტრაციის ბეჭდები.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების, ხატია დეკანოიძისა და თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს არის არჩევნების გაყალბების მცდელობა.

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს. მირანდა მესხის განცხადებით კი, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება. მანამდე მან განსხვავებული მიზეზი დაასახელა და თქვა, რომ სიები რამდენიმე საარჩევნო უბნისთვის შეცდომით გადაიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG