Accessibility links

ევროპის კომისიამ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით მიიღო ახალი სტრატეგია


15 მაისს ევროპის კომისიამ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით მიიღო ახალი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს „უფრო ძლიერი, თანამედროვე და არაექსკლუზიური პარტნიორობის“ დამყარებას ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომლებსაც „სურთ და შეუძლიათ“ ურთიერთობების გაუმჯობესება.

16-გვერდიან დოკუმენტში საუბარია ზოგად სფეროებზე, რომლებშიც ევროპის კომისიას სურს თანამშრომლობა ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან.

სტრატეგია, რომელიც არ შეიცავს კონკრეტული პოლიტიკის დეტალებს, ამ თემაზე 2007 წელს მიღებული მსგავსი დოკუმენტის განახლებული ვარიანტია.

გაუმჯობესებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებები (EPCA), რომლებსაც ევროკავშირმა ყაზახეთთან მოაწერა ხელი 2015 წელს, კვლავაც დარჩება რეგიონში ბრიუსელის აქტიურობის „საკვანძო“ დოკუმენტად, ნათქვამია ახალ სტრატეგიაში.

ბრიუსელი ამჟამად მსგავსი შეთანხმებების მიღწევის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ყირგიზეთთან და უზბეკეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG