Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეწყვეტს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილის შესრულებას


ირანი შეწყვეტს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილის შესრულებას. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება სააგენტო ისნაზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილება მიღებულია ირანის უშიშროების საბჭოს მიერ, განაცხადა ირანის ბირთვული სააგენტოს წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, თეირანი ახლა შეძლებს ურანის გამდიდრებას ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის სასურველ ნებისმიერ დონემდე.

გასულ კვირაში ირანის ხელისუფლებამ ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს მიმართა თხოვნით, ქვეყანას გაუკეთოს აშშ-ის სანქციებით მიყენებული ზარალის კომპენსაცია. აშშ-მა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ კვლავ შემოიღო ირანის მიმართ შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG