Accessibility links

საპატრიარქო 17 მაისს სახალხო მსვლელობას გამართავს


17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სახალხო მსვლელობას გამართავს. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, რის შემდეგაც კონცერტია დაგეგმილი. განცხადებაში, რომელიც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით გაავრცელა საპატრიარქომ, აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

„აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი“,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საპატრიარქო საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ოჯახის სიწმინდის დღე წელს მეექვსედ აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG