Accessibility links

site logo site logo

ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებულ პირებს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ


1 აპრილს პოლიციამ აქციის 6 მონაწილე, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი ვახუშტი მენაბდე და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი დააკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს ჭავჭავაძის N 5-ში გამართული აქციის დროს დაკავებული 6 პირიდან თითოეული 1500 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ 31 მარტს ჭავჭავაძის N 5-ში სამშენებლო - გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტს.

შრომის უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების არარსებობის გამო აღშფოთებულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ აქციის 6 მონაწილე, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი ვახუშტი მენაბდე და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა.ეს მუხლები ითვალისწინებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

დაკავებულები 2 აპრილს გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG