Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ლოკალიზებულია ხანძრის ორივე კერა


ბორჯომის ხეობაში მოხერხდა ხანძრის ორივე კერის ლოკალიზება. ამის შესახებ იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტერიტორია დაზიანდა ხანძრის შედეგად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს 30-მდე მეტყევის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია", ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წერენ იმასაც, რომ ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს ტერიტორიის მონიტორინგს.

დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG