Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის სკოლებში ჰიჯაბი აკრძალეს


ავსტრიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, დაწყებით სკოლებში იკრძალება მუსლიმური თავსაფრის, ჰიჯაბის ტარება.

სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით, იკრძალება ტანსაცმელი, რომლის ჩაცმა იდეოლოგიური, ან რელიგიური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი და თავის შემოსვას გულისხმობს. აკრძალვის დარღვევა 440 ევროს ჯარიმით ისჯება.

ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება ებრაულ ქუდზე - კიპაზე, რაც იმით არის ახსნილი, რომ კიპა თავს და თმებს მხოლოდ მცირედით ფარავს.

2017 წლის ოქტომბერში ავსტრიაში აიკრძალა ტანსაცმელი, რომელიც სახეს ფარავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG