Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს ბასკი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი


ხოსე ანტონიო ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა 2002 წლის 23 აგვისტოს ბილბაოში გადაღებულ სურათზე
ხოსე ანტონიო ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა 2002 წლის 23 აგვისტოს ბილბაოში გადაღებულ სურათზე

საფრანგეთში დააკავეს ბასკი სეპარატისტების ორგანიზაცია ეტა-ს ყოფილი პოლიტიკური ლიდერი, ხოსე ანტონიო ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა, რომელიც 17 წელი იძებნებოდა.

68 წლის პოლიტიკოსი ეჭვმიტანილია ტერაქტების ორგანიზებაში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. მისი დაკავების შესახებ იუწყება გაზეთი „ელ მუნდო“ ესპანეთის შინაგაგნ საქმეთა სამინისტროსაგან მიღებულ ინფორმაციზე დაყრდნობით.

ეტა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ, იბრძოდა ბასკეთის - ესპანეთსა და საფრანგეთში მდებარე რეგიონის - დამოუკიდებლობისათვის. 1960-იანი წლებიდან ის ტერაქტებს მიიჩნევდა პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ გზად დიქტატურის პირობებში. მაგრამ ეტა-ს არც ესპანეთის დემოკრატიაზე გადასვლის შემდეგ შეუწყვეტია შეიარაღებული წინააღმდეგობა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბასკი ექსტრემისტების თავდასხმებმა შეიწირა 854 ადამიანის სიცოცხლე, დაიჭრა რამდენიმე ათასი ადამიანი.

ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა 70-იან წლებში შეუერთდა ეტა-ს და მას სათავეში მოექცია 80-იანებში.

2011 წელს ეტა-მ შეიარაღებული ბრძოლა შეწყვიტა, ხოლო 2018 წელს ბენგოეჩეამ გამოაცხადა ორგანიზაციის დაშლის შესახებ.

ესპანეთის მთავრობა მიესალმა ორგანიზაციის დაშლას, მაგრამ გამოაცხადა, რომ გაგრძელდება ეტა-ს იმ ყოფილ წევრების სამართლებრივი დევნა, რომლებიც მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის დანაშაულებში.

საფრანგეთში ბენგოეჩეას დაუსწრებლად მიუსაჯეს 8 წლით პატიმრობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG