Accessibility links

site logo site logo

ალაბამის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კრძალავს აბორტს


აბორტის მომხრეთა საპროტესტო აქცია ალაბამაში. 2019 წ. 14 მაისი

აშშ-ის ალაბამის გუბერნატორმა კეი ივიმ ოთხშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კრძალავს შტატის ტერიტორიაზე აბორტს. დოკუმენტი მიიღო შტატის სენატმა, რომელშიც დომინანტურ ძალას რესპუბლიკელები წარმოადგენენ. კანონის თანახმადაც აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ, როცა ქალის ჯანმრთელობა იქნება საფრთხის ქვეშ. დემოკრატების შესწორება, აბორტი დაშვებული ყოფილიყო ინცესტის ან გაუპატიურების შემთხვევაშიც, უარყოფილ იქნა.

ქალთა ეროვნულმა ორგანიზაციამ (NOW) აკრძალვას არაკონსტიტუციური უწოდა. "ეს არის გამჭვირვალე მცდელობა იმისა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გაიზარდოს აბორტის მოწინააღმდეგე კანდიდატების მხარდაჭერა, და ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, ავტონომიას და ბედნიერებისკენ სწრაფვას" - ამბობს ორგანიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG