Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზტრანსგაზი: ისანში გაზის სუნის მიზეზი დაღვრილი თხევადი გაზი გახდა


კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი“.

გაზის სუნი დოდაშვილის 22-ის მცხოვრებლებმა საღამოს 9 საათისთვის იგრძნეს. მათ ბინები დატოვეს და კორპუსში ელექტროენერგია გათიშეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG