Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალიდან გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი

რომში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეორე ჩოგანთან - ესპანელ რაფაელ ნადალთან უშანსოდ დამარცხდა. მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა მრისხანე მეტოქეს პირველ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი მოუგო. მეორე სეტი კი უქულოდ ჩაამთავრა - 1:6 0:6.

რაფაელ ნადალთან დაპირისპირებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის კორტზე ორ მეტოქეს აჯობა: უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (6:1 7:6) და სერბ ლასლო ჯერეს (7:5 6:4).

რაფაელ ნადალმა კი 16 მაისს რომის მასტერსზე ორი თამაში ჩაატარა. ბასილაშვილთან შეხვედრამდე ექვსი საათით ადრე ფრანგ ჟერემი ჟარდს ასევე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე სძლია - 6:0 6:1.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG