Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა გაზრდილია


2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამჯერ მეტი პირია მიცემული, ვიდრე 2017 წელს, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG