Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა მეექვსე ორთაბრძოლაც მოიგო


ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) მაისის ბაშოზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. 17 მაისს ქართველმა რიკიშმა მონღოლი ფალავანი იჩინოჯო რთულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

დარჩენილ შეხვედრებში ტოჩინოშინს ოთხი გამარჯვება აშორებს ოძეკის ტიტულისა და სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG