Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: 2018 წელს ბოლო 15 წელში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით", - ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG