Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანის პარლამენტმა მიიღო კანონი ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ


ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ კანონი, რითაც ეს კუნძულოვანი ქვეყანა გახდა პირველი სახელმწიფო აზიაში, სადაც პირველად დაკანონდა გეი-ქორწინება.

17 მაისს კენჭისყრის მოლოდინში დედაქალაქ ტაიპეიში, ათასობით გეი უფლებათდამცველი და მათი მომხრეები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ. „დღეს ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ ისტორია და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ პროგრესული ფასულოებების დანერგვა შესაძლებელია აღმოსავლეთ აზიის საზოგადოებაში“, - დაწერა ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა ტვიტერში კენჭისყრის დაწყებამდე.

საკანონმდებლო ორგანოში კენბჭისყრას წინ უძღოდა მრავლწლიანი დებატები ქორიწნების უფლების თანაბრად სარგებლობაზე. 2017 წელ ტაივანი საკონსტიტუციო სასამართლომ დააადგინა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს აქვთ ქორწინების უფლება, რაც 2018 წლის მაისში კანონიერ ძალაში უნდა შესულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG