Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დააკავეს ინტერნეტ მედია ჯგუფის ხელმძღვანელი


სუზი მკრტიჩიანი
სუზი მკრტიჩიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორი გიორგი კაპანაძე.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტის სუზი მკრტიჩიანის ინფორმაციით, იმყოფებოდნენ სოფელ რუხში და ათვალიერებდნენ პოლიციის „პიკაპებს,“ სადაც ხელკეტები შენიშნეს. მკრტიჩიანის მტკიცებით, პოლიციელებმა კაპანაძე ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

გიორგი კაპანაძის დაკავების გამო, ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები და მხარდამჭერები, რომლებმაც ხელისუფლება მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

პოლიციის შენობასთან მივიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ გიორგი კაპანაძეს ფოთში გადაიყვანენ,. გვარამიას შეფასებთ, როცა ადამიანს ახსნა-განმარტებოს გარეშე აკავებენ, ეს გატაცებაა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე დაკავებულია პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG