Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ვიცავთ თითოეულ ბიულეტენს!


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სანდრა რულოვსის მხარდამჭერებმა არ უნდა დაუშვან, თუნდაც ერთი ბიულეტენის ტყუილად გაბათილება, რადგანაც, მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას მიღებული აქვს დავალება, ოპოზიციის ხმები გადაყაროს ბათილ ბიულეტენებში და ამ გზით დააკლოს ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.

„ჩვენთვის მთავრია თითოეული ბილუტენის დაცვა, დათვლა და თითოეული ხმის მიტანა, საბოლოო ოქმში ჩაწერა, მერე ოქმის მიტანა საოლქო კომისიაში და ყველა სამართლებრივი პროცედურის უნაკლოდ გავლა. გმარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება ზუგდიდში, სადაც გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG