Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება


საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მეორე ტურის გამართვა მხოლოდ თბილისში, მთაწმინდის ოლქში იქნება საჭირო. კობახიძის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატს, ლადო კახაძეს, ამ ოლქში ხმათა 40,92 პროცენტი აქვს.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ყველა სხვა ადგილას მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. მისი თქმით, ზუგდიდში მათმა კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ხმების 54.08 პროცენტი მიიღო.

კობახიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის კანდიდატები ასევე იმარჯვებენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG