Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი თბილისში შეხვედრებს გამართავს


კრისტინ ლაგარდი
კრისტინ ლაგარდი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება კრისტინ ლაგარდის და პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია.

სამუშაო ვიზიტისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც, ასევე, სტუდენტებს და ახალგაზრდა მეწარმეებს.

საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ის პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG