Accessibility links

site logo site logo

NDI: ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია


გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრი აზრის კვლევის შედეგები.

კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია. მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, რომელთაგან 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები.

ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, 68 პროცენტი ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14 პროცენტი წინააღმდეგი იქნებოდა.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ეს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და სამუშაო ადგილებს მოიტანს. 13 პროცენტი, ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს (39 პროცენტი), რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილსა (31 პროცენტი) და იმას ასახელებს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას (19 პროცენტი). საგულისხმოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მათი პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს.

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საზოგადოების ბევრი ჯგუფი ნახავს სარგებელს, მათ შორის: ფერმერები, სტუდენტები, უმუშევრები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. გარდა ამისა, მათივე აზრით, გაწევრიანების შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საქართველოს უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG