Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია


კახა კალაძე
კახა კალაძე

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება.

19 მაისის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ პირველსავე ტურში დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი სანდრა რულოვსი.

ჟურნალისტებმა დღეს კახა კალაძეს ჰკითხეს აზრი, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომი მოქმედების, კერძოდ, ე.წ. რევოლუციური სცენარის მიმართ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას და სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის განსხვავებული პოზიციების შესახებ.

„მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია",- განაცხადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG