Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს კვლევის თანახმად საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ მოსახლეობის 31% რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს. რუსულ პროპაგანდას 10%-ი მიიჩნევს საფრთხედ, 11 %-ი კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის ოკუპაციას.

გამოკითხვის თანახმად 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთმა.უარყოფილი გავლენა ეკონომიკაზე (43%), პოლიტიკაზე 45%, ეროვნულ უსაფრთხოებაზე 47%.

47 %-ი ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორიც რუსეთია.

ეროვნული უსაფრთხოების გარანტად 28% ნატოში, ხოლო 11 % ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG