Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კანონმდებლები საგანგებო სხდომაზე განიხილავენ ცვლილებებს საარჩევნო კანონში


უკრაინის პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს 22 მაისს, ორ დღეში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ. სხდომა ზელენსკის თხოვნით მოიწვია ვერხოვნა რადას სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ.

მანამდე, 21 მაისს, ზელენსკიმ გამოსცა ვერხოვნა რადას დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების 21 ივლისს დანიშვნის ბრძანება. პარუბიმ ამავე დღეს ფეისბუკით დაწერა, ზელენსკის ბრძანება უკანონოაო.

"სევდიანი და შემაშფოთებელია, როცა კონსტიტუციის გარანტორი მუშაობას იწყებს კონსტიტუციის უხეში დარღვევით" - განაცხადა პარუბიმ და დასძინა, რომ ზელენსკის ბრძანების შესაცვლელად პარლამენტარები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ხელენსკის თქმით, პარლამენტის საგანგებო სესიაზე საარჩევნო კანონის შეცვლაზე იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG