Accessibility links

მშენებლობისას შშმ პირების ინტერესების გაუთვალისწინებლობა დაჯარიმდება


საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილია ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის დაწესდება ადმინისტრაციული ჯარიმები.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება. დეპუტატი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა.

კანონპროექტის ითვალისწინებს შემდეგ ადმინისტრაციული სანქციებს:

თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონებისტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, დარღვევის შემთხვევაში 3 000 ლარის ჯარიმაა. მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის 5 000 ლარი; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის 12 000 ლარი; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის ჯარიმა 20 000 ლარია.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარი; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარი; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარი; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარი.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარი ჯარიმაა გათვალისწინებული, მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარი; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარი; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარი.

ცვლილებების მიხედვით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო პირს ავალებს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას - მას ამისათვის 30 დღიანი ვადა ექნება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია და ვანო ზარდიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG