Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილზე: არ შეუძლია, არ იცის და არც უნდა, რომ გაიგოს


ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუებს აფასებს და სვამს კითხვებს "რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება."

ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, თუ რას ეტყოდა პუტინს და როგორ დააბრუნდებდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში.

"1. რას ეტყოდა პუტინს? 100 შესაძლო პასუხიდან მაინცდამაინც ამას რატომ ირჩევს? ჰიპოტეტურადაც კი არ აპირებს უთხრას რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგას და ნებისმიერი დიალოგის საწყისი ამ ტერიტორიების დატოვებაა, ოკუპაციის დასრულება.
2. ჟურნალისტის კითხვაზე "როგორ დააბრუნებთ მას (სააკაშვილს) უკან?" პრეზიდენტი ჟურნალისტს რომ არ უნდა ეძერსკებოდეს რთულია ამოცანაა, და რას ნიშნავს იქ დაიტოვეთ. მისი ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო უწყებებს ის დამნაშავედ, ძებნილად ყავთ გამოცხადებული. ამ კითხვაზე სრულიად პირდაპირი პასუხია - პატიმრად, ბადრაგით.
ინსტიტუციურად, პოლიტიკურად, იურიდიულად, სახელმწიფოებრივად ერთადერთი სამართლებრივი პასუხია,
მაგრამ არ შეუძლია, არ იცის, და არც უნდა, რომ გაიგოს" - წერს თინა ხიდაშელი Facebook_ზე

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG