Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პარლამენტი ოფიციალურად დაიშალა


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ. ზელენსკის მიერ 21 მაისს ხელმოწერილი განკარგულება ოფიციალურად დღეს, 23 მაისს გამოქვეყნდა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საარჩევნო კამპანია იწყება.

22 მაისს, უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ახალი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ბარიერის შემცირებას 5-დან 3%-მდე. ზელენსკის წინადადების მისაღებად საჭირო იყო 226 დეპუტატის ხმა, თუმცა, მხოლოდ 92-ის მხარდაჭერა მოიპოვა

შესაბამისად, 21 ივლისის რიგგარეშე არჩევნები კვლავ შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარტიული სიებით პარტიებს კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG